Originally posted by
shimerli at Иранские грузины – история и современность
BONUS: "თანაფესვო", ანუ წერილები "სამი საქართველოდან"
წერილი პირველი, გაგზავნილი ფერეიდნელი ქართველის მიერ თურქეთის ქართველისადმი.
დაიწერა 2004 წლის ივლისში.
ძვირფასო ძმაო რეჯებ!
გაუმარჯოს თურქეთის ყველა ქართველს!
არ ვიცი როგორ გითხრა, რასა ვგრძნობდი და როგორ ვიყავი, როდესაც ვკითხულობდი შენს წერილსა. როგორც ფრინველი ზეცაში ფრინავდეს, ისე ვიყავ. ტყავში და ქერქში ვერ ვდგებოდი სიხარულით. თვალზე ცრემლი და გულში დარდი მქონდა. ნეტავ რატომ უნდა ძმები ასე შორს იყვნენ. ოცნებებმა და იმედებმა ტვინში აზიდა: შეიძლება კი ჩვენი შეხვედრა? ჰა, ღმერთო, როდის და სადა? (სრულად >>>)
წერილი მეორე, ირანელი ქართველის წერილი საქართველოს პრეზიდენტს. 2004 წელი
ჩვენო ძვირფასო მიშა, კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა ჩვენთან. ჩვენ დიდი იმედები გვაქვს შენზე. ეს გზა რომელიც შენ 2 საათის მანძილზე გადმოიარე, აი ამ გზაზე ოთხასი წლის წინ შენი და ჩემი წინაპრები უამრავი თვის მანძილზე ცემით და ტყეპით, ცხელ დღეებსა და შავ ღამეებში ჩამოათრიეს. ჩამოათრიეს ჩვილი ქართველები, ყმაწვილი ქალები, ორსული დედები და ბერიკაცები. მოხუცები და ჩვილები მელიებს შეაჭმევინეს, ლამაზი მზისუნახავი გოგოები ჰარამხანებში დაირიგეს, კაცები კი ცხვარზე და თხაზე მიცვალ-მოცვალეს. (სრულად >>>)
წერილი მესამე, გაგზავნილი ლაზის მიერ თბილისელ მეგობართან. 2005 წელი.
ჩვენ ოდესღაც ერთმანეთს იძულებით დაშორებულთა შვილები ვართ. ჩვენი ისტორია სისხლიანი და მძიმეა, მაგრამ მომავალი ასეთი არ უნდა იყოს. ჩვენ ხომ, მიუხედავად ყველაფრისა, დღემდე მოვედით. ერთმანეთზე აქამდეც ვფიქრობდით, მაგრამ ახლა ერთმანეთის სიყვარულითა ვართ სავსე, დროა წარსულზე დარდი მოვიკლათ, მზით განათებულ დღეებში შევიკრიბოთ და ვისაუბროთ. (სრულად >>>)